რუსთავის ხელოვნების ახალ გალერეაში ლაშა კალანდაძის ექსპოზიცია – ,,ჩემი მეგობარი ქალაქი” გაიხსნა

რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში რუსთაველი მხატვრის, ლაშა კალანდაძის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ექსპოზიცია სახელწოდებით ,,ჩემი მეგობარი ქალაქი”, ახალგაზრდა მხატვარმა მშობლიურ ქალაქს მიუძღვნა.
გამოფენის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,რუსთავზე შეყვარებული ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გავხსენით დღეს ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში. ლაშა კალანდაძის ექსპოზიცია სახელწოდებით – ,,ჩემი მეგობარი ქალაქი”, რუსთავს ეძღვნება. მხატვრის თითოეულ ფერწერულ ტილოზე ჩვენი ქალაქის უბნებია ასახული, ძალიან ემოციურია, რადგან ჩვენს ბავშვობასთან და დღევანდელობასთან ასოცირდება. გვიხარია, რომ დღეს, რუსთაველ მხატვრებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ნამუშევრები მშობლიურ ქალაქში არსებულ გალერეაში გამოფინონ, რომელიც ერთი წლის წინ გავხსენით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ლაშა კალანდაძის ექსპოზიციის – ,,ჩემი მეგობარი ქალაქი” დათვალიერების შესაძლებლობა, მსურველებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ.

რუსთავის ხელოვნების გალერეა, ერთი წლის წინ, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში, 7 გამოფენას და 5000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები