ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოში, 1 260 ბენეფიციარს 320 393 ლარის დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოში, 1 260 ბენეფიციარს 320 393 ლარის დახმარება გაეწია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დახმარება გაეწია მათ შორის:
☑️ 117 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 98 854 ლარი გამოიყო;
☑️ 93 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 17 561 ლარით დაფინანსდა;
☑️ ონკოლოგიური დაავადებების მქონე 25 პაციენტი 24 008 ლარით დაფინანსდა;
☑️ 114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 750 ლარით დაფინანსდა;
☑️ 358 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 420 ლარით დაფინანსდა;
☑️ ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 3 ბენეფიციარს 150-150 ლარი ჩაერიცხა;
☑️ საკურორტო მომსახურებისათვის 19 ბენეფიციარისთვის 15 200 ლარი გამოიყო.
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.