მცხეთაში მერობის კანდიდატი  ახალგაზრდებს შეხვდა  

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი მცხეთის მუნიციპალიტეტში, გოგი აბუაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა.

მისი თქმით, ახალგაზრდებს ქალაქის განვითარების განსხვავებული და საინტერესო ხედვა აქვთ და ის მზადაა მათთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

,,შევხვდი ახალგაზრდებს და ერთად განვიხილეთ ყველა ის პროექტი და კონცეფცია, რაც მცხეთისა და მთლიანად ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდებს ქალაქის განვითარების განსხვავებული და საინტერესო ხედვა აქვთ და მე მზად ვარ მათთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

განვიხილეთ პროექტები, რომელთა განხორციელებას მერად არჩევის შემთხვევაში ვგეგმავ. ბევრი ვისაუბრეთ ახალგაზრდული ცენტრებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ძალიან მიხარია, რომ ქალაქის და ქვეყნის განვითარებას ერთნაირად ვხედავთ”, – აცხადებს ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი მცხეთის მუნიციპალიტეტში, გოგი აბუაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები