,,ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თითოეული მოქალაქის ჩართულობით, ზესტაფონი გახდება უფრო ძლიერი, წარმატებული, განვითარებული და უკეთესი მომავლის მქონე მუნიციპალიტეტი”,- ამის შესახებ ზესტაფონის საკრებულოს ორი მოწვევის თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ვახტანგ ღამბაშიძემ განაცხადა.
მან პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მერიაში ფუნქციონირებს სპეციალური ფონდი, რომელიც 2015 წელს ჯერ კიდევ გამგებლის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის დროს შევქმენი. აღნიშნული ფონდი მიზნად ისახავს უსახლკარო ბენეფიციარების საცხოვრებლებით უზრუნველყოფას. ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თითოეული მოქალაქის ჩართულობით, ზესტაფონი გახდება უფრო ძლიერი, წარმატებული, განვითარებული და უკეთესი მომავლის მქონე მუნიციპალიტეტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნება“ დემოკრატიულ საქართველოს გამოცხადებული ნდობისთვის!”, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.