ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ლელიანის ცენტრში გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახა.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.