მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, სოფელ ქსოვრისში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან – თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან ერთად, სოფელ ქსოვრისში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო 1-კილომეტრიან მონაკვეთზე. ასევე, მოეწყო ეზოებამდე მისასვლელი ადგილები.
სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 347 891 ლარი შეადგინა.