3 აგვისტოს, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა  

,,3 აგვისტოს, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავღანეთში, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალთან, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ.

ყვავილებით შეამკეს ქართველი ჯარისკაცის მემორიალი, რომელიც სოფელ მარტოთუბანში მდებარეობს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

მდინარი ბებიაშვილი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ქართველი სერჟანტი, 2017 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

2019 წელს, მის მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. სოფელში ასევე აშენდა ახალი საფეხბურთო მოედანი, რომელიც გმირის სახელს ატარებს.

გოგლიჩიძის თქმით, სამი აგვისტო მტკივნეული დღეა.

„3 აგვისტო, მტკივნეული თარიღია არა მარტო მდინარი ბებიაშვილის ოჯახის წევრებისთვის, ეს მთელი ერის ტკივილია. იმ ერის, რომელსაც უამრავი გმირი ჰყავს და 3 აგვისტოს მათ სახელებს, ზესტაფონელი, მდინარი ბებიაშვილიც შეუერთდა. მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები