აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყეში გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვან უსაფრთხოების წესები

,,ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყეში ხანძრის გაჩენის რისკიც იზრდება. ამასთან დაკავშირებით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ხელვაჩაურის სატყეო უბანში, აქლემ გორაზე, მეტყევეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო პრევენციულ ღონისძიებებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ტყეში გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

,,აქლემ გორაზე, ტყის დიდი ნაწილი აღდგენა-განახლება მუდმივად მიმდინარეობს და დღემდე გაშენებულია 7518 ძირი ხე 7 ჰექტარზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ტყეში გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

შეხვედრას ასევე, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი ჯუმბერ აბულაძე ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები