ავთანდილ თალაკვაძემ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში, მერიის სტიპენდიატებს უმასპინძლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში, მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, სტიპენდიის დანიშვნა მიულოცეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

მერიის სტიპენდია ენიჭება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში. სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია აკადემიური მოსწრების მინიმუმ 95 ქულა ყოველი სემესტრის ბოლოს. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს თითოეულ სემესტრზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები