ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებელში გზის ასფალტირება დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებელში გზის ასფალტირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ სანებელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორ მონაკვეთზე ჯამში 1200 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარის, სანიაღვრე არხის, ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა .
სამუშაოები მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს ამხანაგობა „გზა 2023″- წერია ინფორმაციაში.