სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების, მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფარის ქვედა ფენის დაგება მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023″,- წერია ინფორმაციაში.