ზესტაფონში, სოფელ როდინაულში ახალი საჯარო სკოლა შენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ როდინაულში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
,,პროექტის ფარგლებში ახალ საჯარო სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი. სკოლა გათვლილია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურით 120 მოსწავლე ისარგებლებს. სკოლის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება”, – წერია ინფორმაციაში.