წილკანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

მცხეთის მერიის ინფორმაციით, წილკანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტი შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ჯონი ბერუაშვილთან ერთად, სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 248 247 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები