ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მერმა აღნიშნა, რომ თანამოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათ პრობლემებზე რეაგირება მისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია.