დავით შერაზადიშვილი: მჯერა, რომ საგამოცდო ფურცლებთან თითოეული შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

“დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს განსაკუთრებით კი – ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის კურსდამთავრებულებს! მჯერა, რომ საგამოცდო ფურცლებთან თითოეული შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და თავდაჯერებულად განაგრძობთ ცხოვრების ახალ ეტაპზე პროფესიისკენ სვლას.

გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ!”- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები