2 ივლისს გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივლისს გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები