ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტისა და კულტურის წრეებისთვის განკუთვნილ დარბაზებს და საბიბლიოთეკო სივრცეს.

მოეწყო გასახდელები, წყალ-კანალიზაციის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები