ხულოში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით 5 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, 2025 წლის იანვრიდან დღემდე 5 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა.

“2025 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 18 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.

2025 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 3 638 264 ლარი, თუმცა აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები