გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი „განათლება უკეთესი მომავლისთვის“ გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი „განათლება უკეთესი მომავლისთვის“ გრძელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტში ჩართულები არიან სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრები 14 – დან 19 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდები.
,,ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს გასვლით ღონისძიებაში, სადაც მათ დამატებით მიეწოდათ ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
ოთხთვიანი პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება.
არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები. გარდა ამისა, ახალგაზრდები სტუმრობდნენ სამეწარმეო დაწესებულებებსაც.
მოზარდების მიერ წარმოდგენილ იდეებს შორის საუკეთესო პროექტის იდეა დაფინანსდება.
პროექტს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბეთლემი” ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.