გორში მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება
გორში მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
,,აღნიშნულ სამუშაოებს მერია წელსაც 100% -ით აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა. საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება წყალანარინების სისტემის რეაბილიტაციაც
მიმდინარე წელს უკვე მოწესრიგდა 19 ეზო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, 2025 წელს იგეგმება 10 -მდე ეზოს რეაბილიტაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.