გორში კინოსა და თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

გორში კინოსა და თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებმა თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.

„მინდა წარმატებები გისურვოთ, დარწმუნებული ვარ გააგრძელებთ ამ მიმართულებით განვითარებას და მომავალშიც კიდევ ბევრი წარმატება გექნებათ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შეგიწყოთ და გვერდით დაგიდგეთ. მერია ახალგაზრდების განვითარების მიზნით, ბევრ საინტერესო პროექტს აფინანსებს და ერთ-ერთი სწორედ ეს ფესტივალია. მოხარული ვარ, რომ თქვენი შემოქმედება პატრიოტულ მოტივებზეა აგებული. თქვენ და თქვენი თაობა ხართ სწორედ ის სიძლიერე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ჰქვია.“ – მიმართა ახალგაზრდებს გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით ჩატარდა.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების თეატრისა და კინოს მიმართულებით გადამზადებას.

გასულ თვეს თურქეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „დასი 13“ წარმატებით წარდგა და გრანპრი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები