სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს

მათივე ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა 250  მოსწავლეზეა გათვლილი.

“საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად, ჩატარდა ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები – სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები