ხაშურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აქვს
,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ხაშურში №2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა”,- ამის შესახებ ინფორმაციას
სსიპ მუნიციპალური
განვითარების ფონდი ავრცელებს.
,,ხაშურის, დავით კაკიაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი.
საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად, განხორციელდა ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები – სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
დავით კაკიაშვილის სახელობის საჯარო სკოლა 1927 წელს, ხოლო მისი ერთი ფლიგელი 1970 წელს აშენდა. მას შემდეგ, სკოლას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა გადაუდებელ რეაბილიტაციას.
საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჩატარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.