შერატონ ბათუმში, ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
შერატონ ბათუმში (შოთა რუსთაველის გამზ. 28) ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება 21 ივნისს, დღის 13 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დასასწრებად, მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. აკრედიტაციის მისაღებად გადადით ბმულზე:
დღის წესრიგი მედიის წარმომადგენლებისთვის:
„20 ივნისი
10 წელი ფოკუსში – ფოტოგამოფენა – 18:00 – რუმს ჰოტელ ბათუმი
(გთხოვთ გაითვალისწინოთ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გახსნის გამოფენას, თუმცა მედიისთვის კომენტარს გააკეთებს მხოლოდ 21 ივნისს, 13:40 საათზე, სასტუმრო შერატონ ბათუმში დაგეგმილი პრესკონფერენციის დროს).
21 ივნისი
ევროპის დღე ბათუმი
- მედია მოწვეულია 12:30 საათიდან
- საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებას 13:00 საათზე
- საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარი მედიისთვის 13:40 საათზე
რა დაგხვდებათ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე?
ევროპის გუნდი – შეხვდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და აღმოაჩინეთ მათი კულტურა.
EU პროექტების სივრცე – ნახეთ როგორ უწყობენ ხელს ევროკავშირის მხარდაჭერა ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან თანასწორობამდე.
საგანმანათლებლო თამაში „წიგნების თარო“ – შეუერთდით ახალგაზრდებს ინტერაქტიურ თამაშში და აღმოაჩინეთ ევროკავშირის ისტორია, ლიტერატურა და ღირებულებები საინტერესო და სახალისო გზით.
აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ – მიიღეთ გამორჩეული გამოცდილება და გაიგეთ მეტი ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.
აგრომარკეტი „უნიკალური ქართული გემო“ – დააგემოვნეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს რეგიონებიდან და გაიგეთ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი მდგრად სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას.
დოკუმენტური ფოტოგრაფია – თვალით დანახული ისტორია – შეუერთდით ნათელა გრიგალაშვილს, ერთ-ერთ წამყვან ფოტოგრაფს საქართველოში, ვიზუალური ამბის თხრობის მასტერკლასზე.
დღის პროგრამის დასრულების შემდეგ, დაესწარით Killages და Mechanical Rainbow-ს კონცერტს ღია ცის ქვეშ, რომელიც ევროპის დღეს მუსიკით დაასრულებს.
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალური მედიის გვერდებს და ვებგვერდს დამატებითი ინფორმაციისთვის, რომელზეც რეგულარულად თავსდება ახალი მასალები და ვიდეოები.
https://eu4georgia.eu/ka/evropis-dge-batumshi/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში – Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
გიორგი ჩადუნელი, მედიასთან ურთიერთობების მენეჯერი – +995599107333
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:
ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. ევროკავშირის მიერ, პარტნიორებისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ამჟამად, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და, ამავდროულად, პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.
საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ადამიანებს ციფრული და სოციალური კავშირების დამყარებაში, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნებაში ეხმარება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.