მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სოფელ ლისში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სოფელ ლისში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ორფენიანი ასფალტის დაგებასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს. ადგილზე უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი.
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 82 558 ათას ლარს შეადგენს.