სოფელ სავანეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ სავანეში, ქალაქ  საჩხერისა და არგვეთის დამაკავშირებელ ცენტრალური საავტომობილო გზიდან, ქვიშის კარიერისკენ მიმავალი   გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

,,მიმდინარე სამუშაოებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი მოადგილე გიორგი ბიწაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და გზის  ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.

რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სავანის, იტავაზისა და ეთო-ეხვევის მოსახლეობა”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები