რუსთავში სამშვილდის, ნეკრასოვისა და მცხეთის ქუჩებს რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, ერთდროულად ქალაქის რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნების” წევრებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და სამივე ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების პროექტი და გრაფიკი გააცნო.

,,რუსთავში, მერიის გუნდმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დავიწყეთ. ჭყონდიდელის სახელობის უბანში სამშვილდის, ნეკრასოვისა და მცხეთის ქუჩებზე, მთავარი პრობლემა იყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქ საერთოდ არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი, სწორედ მოსახლეობის ჩართულობით დავიწყეთ და დღეს სანიაღვრე სისტემის მოწყობასთან ერთად, სამივე ქუჩა ასფალტის საფარით მოპირკეთდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. სამივე ქუჩაზე, ჯამში 14 607 კვ/მ ფართობის ახალი გზა დაიგება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 700 000 ლარამდეა.
ახალი გზის მშენებლობა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მიმდინარეობს მოდებაძის ქუჩაზეც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა, 21 000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა, სრული სარეაბილიტაციო სივრცე, კი ამ უბანში, 32 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ზედგენიძის ქუჩაზეც. მიმდინარე წელს, რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 65 000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქში, 300-მდე ლოკაციაზეა აქტიური.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები