ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, DJ გიგა პაპასკირის კონცერტი ჩატარდა
“ქალაქ ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, DJ გიგა პაპასკირის კონცერტი ჩატარდა რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად გაიმართა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეატრალურ მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.