ახალციხეში საცხოვრებელ კორპუსში ქალისა და კაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, სავარაუდოდ, ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.