დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო
„დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სკვერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყობა.
„პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანება, სკვერში განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება ატრაქციონები, სკამები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მოეწყობა გარე განათების, წყლისა და წყალარინების სისტემები, სპორტული მოედანი და ფიტნესს ზონა.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.