სულხან თამაზაშვილმა თამარის დასახლებაში ახალი სკვერი დაათვალიერა

„ბათუმში, თამარის დასახლებაში, ძმები ნობელების ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება,“- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო 2600 კვ.მ ტერიტორია. გაკეთდა სანიაღვრე არხი და ველობილიკი. დამონტაჟდა 25 ერთეული გარე განათების სისტემა, დაეგო მწვანე კორდის საფარი და დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო ტრენაჟორები. სკვერი შემოიღობა დეკორატიული მოაჯირებით, ხოლო მის მიმდებარედ დაეგო ასფალტის  საფარი და მოეწყო საპარკინგე ზონა.

სკვერით აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 200-მდე ოჯახი ისარგებლებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები