ბოლნისის თეატრში სპექტაკლ „ჭორიკანა ქალების“ პრემიერა შედგა

ბოლნისის თეატრში სპექტაკლ „ჭორიკანა ქალების“ პრემიერა შედგა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

,,29 აპრილს ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა საპრემიერო ჩვენება გამართა. იტალიელი დრამატურგის კარლო გოლდონის კომედია რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ დადგა.

პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ჭორიკანა ქალები” კომედია დელ არტეს სტილში დაწერილი პიესის მიხედვით დაიდგა, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ,,ჭორიკანა ქალების“ ხილვა ბოლნისელ მაყურებელს დღეს, 30 აპრილსაც შეეძლება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები