ბორჯომში, თორის N6-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო
“ბორჯომში, თორის N6-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო,”- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.
“საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.
ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში ბორჯომში არაერთი პროექტი განხორციელდა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.