ხულოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
„ხულოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება,“- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ზემო ვაშლოვანსა და დიოკნისში გამართულ შეხვედრებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„პროგრამის ფარგლებში იგეგმება და ხორციელდება მოსახლეობის მიერ შერჩეული და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებების ჩატარება 18 აპრილს დასრულდება. პროგრამა მუნიციპალიტეტის 83-ვე სოფელს მოიცავს
მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის 1 002 000 ლარია გათვალისწინებული,“- ნათქვამია ინფორმაციაში.