სიმონ გულედანმა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტები გადაეცემათ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერან შშმ პირებს, უსინათლოებსა და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს.
სააღდგომო საჩუქარს 400 – მდე ბენეფიციარი მიიღებს.