ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე – პაატა მაისურაძე, ოფიციალურად წარუდგინა
„ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფოს რწმუნებულთან – პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ქრისტინა კობახიძესთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მერიის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანამდებობა – პაატა მაისურაძემ დაიკავა.
„ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებები უსურვეს პირველ მოადგილეს და აღნიშნეს, რომ მისი სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მენეჯერული თვისებები გუნდს ხედვისა და დასახული მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
მერის პირველმა მოადგილემ პაატა მაისურაძემ – მადლობა გადაუხადა სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის, თავის მხრივ აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოცხადებული ნდობას საქმის მიმართ პასუხისმგებლობით და თავდადებით გამოხატავს.
პაატა მაისურაძე წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საქმიანობას, მას აქვს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.