ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე წყალანირების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე (სამ ლოკაციაზე) წყალანირების ქსელის (კანალიზაციის) რეაბილიტაცია განხორციელდება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ბორჯომის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

,,პროექტის ფარგლებში, მოხდება არსებული ქსელის რეაბილიტაცია, სრულად გამოიცვლება არსებული ქსელი და მოეწყობა ახალი სათვალთვალო ჭები.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში განხორციელდება.

პროექტი სრულად დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები