ლანჩხუთის მერმა, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური ფორმები გადასცა
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური ფორმები გადასცა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში საჯარო და მართლმადიდებლური სკოლების 110 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
გამარჯვებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რეგიონულ ტურნირებში იასპარეზებენ.