როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.

ინფორმაციას გარემოა ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები