,,თქვენი როლი საზოგადოების ინფორმირების პროცესში განსაკუთრებულია” – დავით შერაზადიშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

„ყველა ჟურნალისტს და მედიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!

თქვენი როლი საზოგადოების ინფორმირების პროცესში განსაკუთრებულია. მოსახლეობამდე მიიტანო სწორი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, პროფესიონალიზმსა და უდიდეს შრომას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს!“,- წერს სოციალურ ქსელში დავით შერაზადიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები