ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრი, თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე, პრემიერით წარსდგა
ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრი, თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე, პრემიერით წარსდგა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
,,დედაქალაქში გასტროლის მიზანი, რეგიონში არსებული, თეატრალური მოღვაწეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.
რეჟისორმა, რაჟდენ კერვალიშვილმა, თეატრის მაყურებელს, კლოდ მონეს ერთმოქმედებიანი კომედია „ბლეზი“ წარუდგინა.
ფრანგულ ვოდევილში მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ერთი არეულობა მეორეს ცვლის. პიესის მიხედვით, ღარიბი, ახალგაზრდა მხატვარი ბლეზი ბინას ქირაობს, რათა მდიდარ ბატონ კარლიეს თავი სასურველ სასიძოდ მოაჩვენოს და მისი ქალიშვილი ლაურა შეირთოს ცოლად.
სპექტაკლში, ლაგოდეხელი დრამატული და თოჯინების თეატრის, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, დამწყებმა ახალგაზრდა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპექტაკლი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ, კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაიდგა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა”,- წერია ინფორმაციაში.