მარტვილის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

„მარტვილის მუნიციპალიტეტში ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს,“- ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან პაშა გულორდავასთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 120 ბავშვზე გათვლილი, საჯარო სკოლა შენდება. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, მინი სტადიონის, რეკრეაციული სივრცის და ღობის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინსი“ ასრულებს.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები