ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში ცენტრალ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 14 ბიჭი ქუჩაში მიმავალმა ძაღლმა დააფრთხო, რა დროსაც ის გზის სავალ ნაწილზე აღმოჩნდა და მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციითვე, ავტომანქანის მძღოლმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს მოზარდს. მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები