გორის მერია: ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მერიის ინფორმაციით, ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, გზის სიგრძე 900 მეტრია.
,,ამ ეტაპზე, ხორციელდება სანიაღვრისა და გზის საფუძვლის მოწყობა.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 400 ათას ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.