კურორტი ,,გოდერძი“ ახალგაზრდულ ბანაკს მასპინძლობს

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, კურორტ „გოდერძიზე“ ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე ჯამბულატ მელაძემ ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების განვითარებისათვის
მნიშვნელოვანია და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, მსგავსი ტიპის პროექტებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც დააფინანსებს.

„ბანაკში, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ბანაკის კონცეფცია ტრენინგებს, სხვადასხვა საინტერესო სპორტულ, ინტელექტუალურ და გასართობ აქტივობებს ითვალისწინებდა.

პროექტის მიზანს ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალი მისწრაფებების აღმოჩენა, სოციალური და სხვა და სხვა უნარების განვითარება წარმოადგენს.

ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრას ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე
ნური გორგაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, გოდერძი რეზორტის დირექტორი მინურ პაქსაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბოლქვაძე
ესწრებოდნენ,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები