თორნიკე რიჟვაძე – აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და სიტუაცია სრულ კონტროლზეა

ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

,,აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და სიტუაცია სრულ კონტროლზეა, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და კომუნალური სერვისების მიწოდება. გამოწვევები ჯერ ისევ რჩება მაღალმთიან აჭარაში, ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მაქსიმუმი გაკეთდება მოსახლეობის საჭიროებების მოკლე ვადებში დასაკმაყოფილებლად”, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები