ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მეორე სვირსა და კვალითის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერმა – ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – მამუკა მოდებაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.