დავით ვერავა უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად, უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის მიმართულებით.
“სახელმწიფო რწმუნებულმა უნგრეთის ელჩს და უნგრელ ხალხს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რეგიონის პოტენციალისა და მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ. დავით ვერავამ ანა მარია შიკოს მადლობა გადაუხადა ინიციატივისთვის, რომლის შესაბამისადაც უნგრელი მხატვრის, ვეფხისტყაოსნის უნიკალური ილუსტრაციების შემქმნელის, მიხაი ზიჩის დაჯილდოების ცერემონიალი, გუშინ, 23 თებერვალს ზუგდიდში გაიმართა”,- წერია ინფორმაციაში.