ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მე-4 დღეა ინტენსიურად თოვს, რის გამოც ოზურგეთის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მე-4 დღეა ინტენსიურად თოვს, რის გამოც ოზურგეთის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ქალაქსა და სოფლებში თოვლისგან ხელახლა იწმინდება ცენტრალური გზები, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა, მოქალაქეებს დახმარებას უწევენ სამაშველო ჯგუფები. პრობლემურ უბნებზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები ელექტროენერგიის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ, მოქალაქეების დასახმარებლად ასევე ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.