უამინდობასთან დაკავშირებით, ბათუმში მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

უამინდობასთან დაკავშირებით, ბათუმში მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების წმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა.

“უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. ამ ეტაპისთვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარუნარიანია.

გამწვანების სამსახურის მიერ მიმდინარეობს დათოვლილი ხე-მცენარეების დაფერთხვის ღონისძიებები.

სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება როგორც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე.

ქალაქის წყალმომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მოსული თოვლის გამო, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, შეიზღუდა შესვლა ბოტანიკურ ბაღში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები